Monday, June 13, 2011

რომი




წმინდა პეტრეს ტაძარი

ტაძარი, ვატიკანში
 რომლის ნახვამაც ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, ეს არის უდიდესი ხელოვნების ნიმუში რომელიც ყველაზე დიადია რომის ტაძრებს შორის, იგი გამოირჩევა ასევე იმით რომ მიქელანჯელოს ცნობილი და შეუდარებელი პიეტას სწორედ ამ ტაძარში უჭირავს ყველაზე საპატიო ადგილი და იზიდავს უამრავ ტურისტს. ეს ტაძარი ასევე გამოირჩევა იმით რომ სწორედ აქ გამოდის რომის პაპი დღესასწაულებზე და აქედან ხდება ცნობილი ხალხისთვის რომ პაპი გარდაიცვალა და ასევე ახალი პაპის დანიშვნის ამბავიც.






პიეტას ავტორი მიქელანჯელო
მიქელანჯელო! 500 წლის ტიტანი.. რომლისთვისაც საუკუნე მხოლოდ ერთი ამოსუნთქვაა... სწორუპოვარი, მარად ცოცხალი მიქელანჯელო.. აი ვინ არის ამ რომანის გმირი... მიქელანჯელოს ცხოვრება განსაცვიფრებელი მაგალითია იმისა, თუ რის შექმნა ძალუძს დიდ ადამიანს ცხოვრების მანძილზე.. როდესაც ის დაიბადა მეთხუთმეტე საუკუნის მეორე ნახევარში, იტალიის ხელოვნება გირლანდაიოსისა და ბრამანტეს მშვიდი და ნათლი შემოქმედებით იყო გაშქებული..
მიქელანჯელო ქარიშხალივით ამოვარდა ფლორენციის მიყუჩებულ და გავარვარებულ ცაზე.. ქარიშხალი უეჭველი დიდხანს მზადდებოდა იტალიური გონებისა და მგრძნობელობის უჩვეულო დაძბულობით, რომელსაც ბოლოს კონვულსიამდე უნდა მიეღწია, მაგრამ ამისი მსავსი არასდროს არაფერი გამოჩენილა.
ვერცერთი კუთხე ვერ გადაურჩა ქარიშხალს, მან ერთბაშდ მთელი ხელოვნება მოიცვა. მიქელანჯელომ მხატვრობაც მოაჯადოვა, ხუროთმოძღვრებაც, ქანდაკებაც და პოეზიაც. თავისი ძალით და იდეალიზმით თავბრუ დაახვია მათ. ვერავინ ვერ შეძლო მისი გაგება, მაგრამ ყველა კი ბაძავდა მას.. მიქელანჯელოს ყოველი დიდი ნაწარმოები – "დავითი", "პიზის ომის კარტონი", "სიქსტის კაპელის კამარა", "მედიჩის სამლოცველო", "დღე განკითხვისა", "წმინდა პეტრე", იმონებდა ხელოვანთა მრავალ თაობას.. მისი ცხოვრება მუდმივი ქარტეხილებითა და თავგადასავლებით იყო სავსე.. მუდამ დაბრკოლებების გადალახვა უხდებოდა მიზნის მისაღწევად.. ასე გაიარა მისმა ყრმობამ და ახალგაზრდობამ.. სიბერეს გულის ალერსს მოკლებულმა მიაღწია.. არავის უზიარებდა გულის ნადებს.. რამდენი საქმე ქონდა დასამთავრებელი, მაგრამ აღორძინების მზე უკვე ჩაესვენა და ნახევრად ბრმა ხელოვანი ხელის ცეცებით იკვლევდა გზას, "მხატვრობამ, ქანდაკებამ, დაქანცულობამ და ნდობამ გატეხეს ჩემი ჯანი და საქმე უარესდება.უკეთესი იქნებოდა თავიდანვე ასანთის კეთებისთვის მიმეყო ხელი...მაშინ ასე არ დავიტანჯებოდი.." ასე წერდა 90 წელს მიახლოებული დიდოსტატი, რომელსაც ყველა აღმერთებდა.. არცერთ ხელოვანს არ უცხოვრია ასე დიდხანს, არცერთ ხელოვანს არ შეუქმნია მეტი ღირებულება. მან ნახა როგორ ამაღლდა ხელოვნება მწვერვალზე, და მერე ისიც როგორ დაეშვა ეს ხელოვნება უფსკრულისაკენ..
ფლორენცია ბედნიერია, რომ თავის შვილთა შორის შეუძლია ქვეყნიერებას უჩვენოს ის, ვისი სადარიც ვერ შვა საბერძნეთმა!!!!!

პიეტა
პიეტა (იტალ.: Pietà - თანაგრძნობა, ღვთისმოსაობა) ძვ. რომაულ მითოლოგიაში მშობლების მიმართ შვილის სიყვარულის განსახიერება. ლეგენდის მიხედვით, სიკვდილმისჯილი მამა (თუ დედა) ქალიშვილს ძუძუთი გამოუკვებავს და სიცოცხლე გაუხანგრძლივებია. პიეტას გამოსახავდნენ ქალის სახით, მისი ატრიბუტებია ბავშვები და წერო. პიეტას უწოდებენ აგრეთვე იესო ქრისტეს დატირების სცენებს (ღვთისმშობელი და მკვდარი ქრისტე). პიეტას სახელით არის ცნობილი მიქელანჯელოს განთქმული კომპოზიცია.
ხუთი საუკუნის განმავლობაში, მსოფლიოს მრავალი კუთხიდან უამრავი ადამიანი ჩადიოდა იტალიის დედაქალაქ რომში, წმინდა პეტრეს ტაძარში ქალწული მარიამის მკლავებზე დასვენებულ ქრისტეს ქანდკების სანახავად. ამ არაჩვეულებრივი ქანდაკების სახელი პიეტა, სინანულს ნიშნავს. მე-15 საუკუნიდან მოყოლებული, ეს შთამბეწდავი ქანდაკება არაერთი მხატვრის შეგონების წყაროდ იქცა. ხელოვნების ეს შედევრი ტოსკანის თეთრ მარმალოშია გამოკვეთილი. მისი ავტორი მიქელანჯელო, ამ ქანდაკების შექმნისას 1499 წელს, მხოლოდ 25 წლისა იყო.

დაუვიწყარი შთაბეჭდილება, ეს არის შედევრი რომელსაც 
მე პირადად დაახლოებით ერთი საათი ვუყურებდი
და არ მჯეროდა რომ ეს ადამიანმა შექმნა
იმდენად იდეალური და ღვთიურია
თითოეული დეტალი.
იმედია ოდესმე კიდევ ჩავალ რომში და ვნახავ ამ საოცარ
ქანდაკებას, რომელიც მართალია 
მარმარილოსია მაგრამ ის არ შეიძლება იყოს უბრალოდ
ქანდაკება
მასში
ნინო ჭონქაძე

მარიამის ტაძარი

სანტა მარია მაგეორი




მარიამის ტაძარი

წმინდა მარიამის ტაძარი

აიგო 350 წელს პოპი ლიბერიუსის მიერ

ულამაზესი ბაროკო-როკოკოს სტილში გადაწყვეტილი ტაძარი რომელიც აოცებს მნახველს თავისი ღირსშესანიშნაობითა და სიმდიდრით

რომის ტაძრების სურათები

ტაძარი


პეტრეს და პავლეს თავის ქალები

საიდუმლო სერობის მაგიდა

ჭა

ფილა და სვეტები

რომის ტაძრები

სან ჯოვანი ლატერsanta maria maggiore

San Giovanni in Laterano

ტაძარი გამოირჩევა:
ქრისტეს სიმაღლის სვეტები და ფილა რომელზეც დავი დაარტმევინეს
საიდუმლო სერობის ჭა
საიდუმლო სერობის მაგიდა
წმინდა პეტრეს და პავლეს თავის ქალები
ქართველების მიერ გაკეთებული საღამო რომლებიც იმყოფებიან რომში